aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ წა­ი­კი­თხეთ და ბი­ძი­ნა­საც წა­უ­კი­თხეთ, რად­გან მას კი­თხვა ეზარება – გუბაზ სანიკიძე “ოცნებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ წა­ი­კი­თხეთ და ბი­ძი­ნა­საც წა­უ­კი­თხეთ, რად­გან მას კი­თხვა ეზარება – ამის შესახებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ, სპარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე განაცხადა.

“ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მინ­და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მოგ­ცეთ. რამ­დე­ნი­მე დღეა სა­უბ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყოს და უნდა იცო­დეთ ამ ომის გან­მარ­ტე­ბა რა არის. “მსოფ­ლი­ოს“ ეძა­ხი­ან ომს, რომ­ლის შემ­დე­გაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბედი წყდე­ბა. ომებს მსოფ­ლი­ოს არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­მედ ის­ტო­რი­კო­სე­ბი არ­ქმე­ვენ და ამი­ტომ, და­ა­ნე­ბეთ ამას თავი.

თქვენ თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბით. ამ­ბობთ, რომ უკ­რა­ი­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რი აქ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აპი­რებ­და. ეს ომი უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით რომ დას­რულ­დეს, რა­შიც თქვენ ეჭვი გე­პა­რე­ბათ და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი რომ მო­ი­თხო­ვონ, მერე რას შვრე­ბით?

მე ვიცი, რომ იუ­რის­ტი ხართ, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და არ ხართ. რომ ამ­ბობთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­დაო, ეს გა­მო­ი­ძი­ეთ? საქ­მე აღ­ძრუ­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? თქვენს პი­რად მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობთ? სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო როცა იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იქ გა­მო­გი­ძა­ხონ და არც პი­როვ­ნუ­ლად და არც საქ­ვეყ­ნოდ არ მე­მე­ტე­ბით. და­ფიქ­რდით, რო­დე­საც გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ. ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ღა­მით რა გეზ­მა­ნე­ბათ თქვენ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გზას აც­დე­ნი­ლია, და­სავ­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე უარს ამ­ბობს. ერთი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ არ გე­სარ­ჩლე­ბათ და­სავ­ლე­თი­დან?

არც ქარ­თუ­ლი წე­სია, არც კავ­კა­სი­უ­რი და არც ევ­რო­პუ­ლი, რო­გორც თქვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ექ­ცე­ვით. აქ რომ ხართ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლე­ბი, არ­ცერ­თი თქვენ­გა­ნი არ მახ­სოვს იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც მე მი­შას ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და მო­სა­კი­თხია, ვინ სად მუ­შა­ობ­დით.

თქვენ მა­ში­ნაც გე­ში­ნო­დათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ახ­ლაც გე­ში­ნი­ათ. სა­ა­კაშ­ვი­ლის გე­ში­ნი­ათ კი­ევ­ში, თბი­ლის­ში, გე­ში­ნი­ათ მა­შინ, როცა ჯან­მრთე­ლია, გე­ში­ნი­ათ ცი­ხე­ში. სა­ა­კაშ­ვილს გე­ში­ნი­ათ ცო­ცხლი­სა და მკვდრის. ეს თქვე­ნი პრობ­ლე­მაა, იმ კა­ცის პრობ­ლე­მა კი არ არის.

სა­ერ­თოდ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვენ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, მეტი თავ­მდაბ­ლო­ბა! თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია იჩე­მებს, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი ხართ. გირ­ჩევთ, ხან­და­ხან “გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ წა­ი­კი­თხოთ და ბი­ძი­ნა­საც წა­უ­კი­თხოთ, რად­გან მას კი­თხვა ეზა­რე­ბა და მოს­მე­ნა უყ­ვარს. გირ­ჩევთ, თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­დეს.

ამ ახალ­გაზ­რდებ­ზე რომ ლა­პა­რა­კობთ, ერთი რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მათ თქვენ­თვის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვთ და “გუ­შინ“-ს “ხვა­ლის­თვის“ არა­სო­დეს მო­უ­გია. ერთ რა­მე­ში და­გე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა მი­ე­ცათ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია, ხოლო ხალ­ხი – მა­რა­დი­უ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

იტვირთბა....