ახალი ამბები მთავარი ციტატა

“…ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისათვის საქართველოში” – კობახიძე

[su_quote] უკრაინიზაციას დავუბრუნდები კიდევ ერთხელ, არ მოგეწონათ ეს ტერმინი, პრემიერმა ამაზე ისაუბრა, მეც პატარა აქცენტებს გავაკეთებ. ორნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი, მას შემდეგ, რაც დაიწყო 24 თებერვალს, შარშან ომი. ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს რუსეთს უკვე ოკუპირებული შარშანდელ ვითარებასთან შედარებით. მოსახლეობის ნახევარი, 40 მილიონიდან დაახლოებით 20 მილიონი წარმოიდგინეთ, არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 20 მილიონი ადამიანი, ეს არის უკრაინიზაცია, კარგად რომ იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმა. შარშან ჰქონდათ 35%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ეს არის კატასტროფა, რაც გვქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. 35% ეკონომიკური ვარდნა, არის უბრალოდ კატასტროფა, ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ახსენა პრემიერმა, 500 ბავშვია მარტო, ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისათვის საქართველოში. სიღარიბის აღმოფხვრამ, მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გადაიწია 15 წლით უკრაინაში, ისედაც დასჭირდებოდა მინიმუმ 15 წელი, კიდევ 15 წლით გადაიწია. [/su_quote]

– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, დღეს საკანონდებლო ორგანოში პრემიერ ღარიბაშვილს უსმენენ.

იტვირთბა....