გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 12 ევროპულ რეკომენდაციზე სასაუბროდ ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბერბოკს აეროპორტში ევროკავშირის დროშა არ დაახვედრეს. ადგილზე მხოლოდ გერმანიის და საქართველოს დროშები ფრიალებდა.
“თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ცდაზე ვერ დაჯდა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი დაეშვა, თუმცა კაპიტანს კვლავ აფრენა მოუწია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა “შპიგელი” წერს.
საქაერონავიგაცია უარყოფს, რომ თვითმფრინავს დაშვებისას პრობლემა შეექმნა და მეორე წრეზე წასვლა სრულიად პილოტის გადაწყვეტილება იყო.
არსებული ცნობით, თბილისის დროით დაახლოებით 23:20 საათზე, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო.

