ქუთაისში დამზადებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა – გაზქურები, სარეცხი მანქანები და ელექტროგამათბობლები, ექსპორტზე პორტუგალიასა და პოლონეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა.
როგორც გადაცემა “ბიზნესკონტაქტთან” ეგვიპტური კომპანია “ფრეშის” გენერალური დირექტორი, მიხეილ თიგიშვილი აცხადებს, “თიზში” წარმოებული პროდუქცია ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში იყიდება, თუმცა ევროკავშირთან ასოციარების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პირველად ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული პრიდუქცია პოლონეთისა და პორტუგალიის ბაზარზე გაიყიდება.
როგორც თიგიშვილი ამბობს, ქართული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ევროპულ მწარმოებლებთან შედარებით 30%-ით იაფი ღირს, ამიტომ იმედი აქვთ, რომ ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი სწორედ ფასის გამო იქნება.
შეგახსენებთ, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონა 2009 წელს შეიქმნა და იქ ამ დროისათვის 7 ეგვიპტური კომპანია ოპერირებს.