ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას” – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვაში აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროს შენობა დილიდან პარალიზებულია – აქციას აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები მართავენ.

აქციის მონაწილეები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას დილიდან ითხოვენ, თუმცა არც ჯანდაცვის მინისტრი და არც მისი უწყების რომელიმე თანამშრომელი მათთან შესახვედრად არ მისულა.

იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ პასუხს არ მიიღებენ.

იტვირთბა....