თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ მოხდა. როგორც ცნობილია, ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშში იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაშავებულთა და ნგრევის შესეხებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის, ბიძგები ქალაქ კახრამანმარაშშიც იყო. აღნიშნული მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიწისძვრიდან მე-14 დღეს, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად გრძელდება.

