ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორი პოლიტიკური წონა აქვს გოგი თოფაძეს?

„გოგი თოფაძე კოალიციაში გინდ ყოფილა გინდ არა, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით ნამდვილად ასეა“- ამის შესახებ „მრეწველების“ ლიდერზე გოგი თოფაძეზე, გადაცემა „არჩევანში“ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა და კითხვაზე – “ანუ გინდ ყოფილა გინდ არა?!”, დასძინა: “პოლიტიკური წონის თვალსაზრისით ნამდვილად ასეა”.

მისი თქმით, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მიზანმიმართულ კამპანიას ემსახურება და მის უკან ძალები დგანან, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში უნდა ვეძებოთ.

“ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა, ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია “რესპუბლიკური პარტია” კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად და გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც კი არ არსებობდა, როდესაც კოალიცია იქმნებოდა. მან თავად თქვა, რაღაც ბიზნესის პრობლემები მქონდა და ვერ შევუერთდი თავიდანო. სინამდვილეში ეს ასე არ იყო და ის არავის დაუპატიჟია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, გოგი თოფაძის ოცნება არ ყოფილა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან ის მთავრობა ყოფილიყო, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებები არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელსაც აქვს ერთი ჩვეულებრივი ხმა საქართველოს პარლამენტში და ამ ხმას აძლევდა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს.

ეს არის კამპანიური გადაწყვეტილება და ამის უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ, ეს ძალები ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იტვირთბა....