ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ალასანიას ნერვებმა უმტყუნა“: წავლენ თუ არა „რესპუბლიკელები“ ოპოზიციაში

„ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მან ეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი2″-ის გადაცემა „არჩევანის” ეთერში გააკეთა.

როგორც ხიდაშელმა თქვა, „რესპუბლიკელები“ არსად წასვლას არ აპირებენ და მათ ალასანიასავით ნერვები არ უმტყუნებთ.

„ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვებმა უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა – ვინ წავა”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იტვირთბა....