7-9 აქციების შემდეგ, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული, თსუ-ის სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ეს მათი დაშნების მიზნით მოხდა.
სტუდენტები ხელისუფლების მხრიდან მათი “გაშავების” კამპანიაზე საუბრობენ.
„სტუდენტები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას. იმართება აქციები, დაგეგმილია რამდენიმე აქცია, მათ შორის დღესაც. ასევე იქნება 31 მარტსაც დაგეგმილი აქცია. პირველივე დღეებიდან, აქტიურად არის ჩართული სამთავრობო ძალები, მათ შორის რამდენიმე სამთავრობო მედია იმ ამბავში, რომ გააშავოს სტუდენტები უწოდოს მათ რაიმე შეურაცხმყოფელი სახელები, მიაკრას მათ იარლიყები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ გადაყლაპავს, ჩვენი საზოგადოება ამას არ იჯერებს”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაშა ქვლივიძემ.
კიდევ ერთი სტუდენტის, ნიკო მანაგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას სტუდენტებმა ხმა მიაწვდინონ.
„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, დაინახა ახალგაზრდებში და განსაკუთრებით სტუდენტებში საფრთხე, მათ გადაწყვიტეს ზეწოლის გაძლიერება სტუდენტებზე, მათ შორის ეს გამოიხატა იმაში, რომ პოლიცია შევიდა ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს მოსთხოვა კონკრეტული ინფორმაცია. ამას ალბათ ჰქონდა მათი მხრიდან ერთგვარი დაშინების ეფექტი და სწორედ ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტმა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია“ , – აღნიშნა სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ.

