აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას იტალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რაკეტა ერბილში ჩვენს ბაზას მოხვდა. იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, – წერს იტალიის თავდაცვის უწყება X-ზე.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

იტვირთბა....