აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

” ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა” – შავლა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებიზე – ” ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა”.

“გუშინ რაც მოვისმინეთ ეს შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატის ყრილობის. ფაქტობრივად დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი. ინტონაციითაც, ტონალობითაც, მათ ვისაც ახსოვს, ალბათ გაახსენდებოდა 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები – ეს ვნახეთ გუშინ. მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა… ასევე სხვა მსგავსი მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები – ეს არის რაც მივიღეთ.

ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკან…

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას – ეს არის სამარცხვინო, რომ მოძალადეს ეძღვნება დებატები და ეს არის სამარცხვინო, რომ მოძალადის გაგმირებას ცდილობენ” – თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დებატები გაიმართა.

იტვირთბა....