12 მარტს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად აფეთქება მოხდა ნავთობის ორ უცხოურ ტანკერზე. აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი მეზღვაური, 38 გადაარჩინეს. ყველა უცხო ქვეყნების მოქალაქეა.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
ერთი ტანკერი Zefyros-ი მალტის დროშით დაცურავდა, ხოლო მეორე Safesea Vishnu – მარშალის კუნძულების დროშით.

