ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდუბეში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ასაკოვანი იყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

იტვირთბა....