ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი ისევ იმუქრება: “თუ დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, რეაგირება მოახდინოს”

რუსეთის პრეზიდენტმა, ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ თუ დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს.

“დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით” – თქვა პუტინმა.

იტვირთბა....