“გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ იმ ჯარში, სადაც მთავრობის წევრები თავიანთ შვილებს არ უშვებენ, სხვისი გაშვება უხერხულია.
“უხერხული ხომ არ არის, ასეთი ტიპის ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, მივიღოთ კანონი და სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ? როგორ შეიძლება, ჩვენ მათ ავუხსნათ, რომ კარგ რამეში ვუშვებთ და მათთვის კარგი გვინდა, როდესაც არცერთი ჩვენი ოჯახის წევრი იქ ნამყოფი არ არის?“, – განაცხადა ხვიჩიამ.