ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ბესელია საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება“

შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 2016 წლის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება.

ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„მსმენია ასე, ფაქტია, რომ ბესელია სიაში ვეღარ ხვდება, მას პოლიტიკური პერსპექტივა აღარ აქვს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ძაანაც არ იმჩნევს, რომ ვითომ, მაგრამ რეალურად ძალიან აწუხებთ ეს ეკა ბესელია, უკან ექაჩებათ. სამი ძალიან უკან ჩამომქაჩველი ჰყავთ, ნარმანია, რომელიც ყოველ დღე რაღაც საოცრებებს აკეთებს, ბესელია და მანანა  კობახიძე. სულაც არ უნდათ, რომ ისინი მარაქაში იყვნენ, მაგრამ რა ქნან, ისიც არ უნდათ  გააკეთონ, რომ მე გამარჯვებული გამოვიდე ამ ისტორიიდან, იმიტომ, რომ იციან, ცამდე მართალი ვარ“ – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ბესელია რომ მექრთამეა, ეს ყველამ თვალდახუჭულმა იცის, მასზე სუს-ში მთელი დასტები აქვთ შენახული.

„სიაში ვეღარ ხვდება და ამით არის ბესელია გაცოფებული, რომ მოდი, აბა ელისაშვილი კიდევ უფრო გავსვაროთო“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ის აპირებს, რომ ეკა ბესელიას პატივისა და ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივლოს.

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ ელისაშვილს ბრალდებები წაუყენა. მან ის წერილი გაასაჯაროვა, სადაც საუბარია შეწყალების ნაცვლად თანხის მიღებაზე. ბესელიამ აღნიშნული დოკუმენტი პროკურატურაში გადააგზავნა. უწყება ადასტურებს, რომ დოკუმენტაცია მიიღო, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება ჯერ არა დაუწყია.

იტვირთბა....