aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განხილვისთვის მეორე მოსმენაზე დააბრუნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.

“ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.

იტვირთბა....