aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნუგზარ სულაშვილმა დიმიტრი სამხარაძის მუქარასთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად განცხადება შეიტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

სულაშვილის თქმით, მან დიმიტრი სამხარაძის მუქარასთან დაკავშირებით საფრანგეთის შესაბამის უწყებაში გამოძიების დასაწყებად განცხადება შეიტანა.

ის საფრანგეთში ცხოვრობს.

„მეგობრებო
ის რაც გუშინ მოხდა, არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი იქნება, მანამდე სანამ ეს სისტემა არ განადგურდება. 12 წელია მსგავსი შინაარსის შანტაჟს და მუქარას ვისმენ.
არაერთხელ გამივრცელეს უბინძურესი ჭორები. ამიმხედრეს ევროპაში მყოფი კრიმინალები.
მიზეზი მარტივია. მათ შესანიშნავად იციან, რომ წვდომა მაქვს უამრავ ინფორმაციაზე.
ამჯერად მე არ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პირადი უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება“ , – წერს სულაშვილი.

შეგახსენებთ ნუგზარ სულაშვილის წინა პოსტს:

„ამათ მართლა შიგ ხომ არ აქვთ?!
მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ.
საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით, თუ ფიქრობს თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ.
მთქმელის და არ შემსრულებლის დდშშ!!!
წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა“ .

დიტო სამხარაძემ აღნიშნა, რომ ეს ფბ-ანგარიში მას არ ეკუთვნის.

იტვირთბა....