“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი გუშინ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში “ადგილების უქონლობის გამო” ვერ გადაიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ნანა მელიქიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის სტაბილურია, პალატაში დღეს გადაიყვანენ.
“მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. გუშინ პალატაში გადაყვანა ვერ მოხერხდა ადგილების უქომლობის გამო და არა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო. ის პალატაში დღეს იქნება გადაყვანილი”, – განაცხადა ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით გუშინ ალექსი პეტრიაშვილი უნდა დაეკითხათ, თუმცა მისი დაკითხვა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მიმდინარეობს გამოძიება.