aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუბოს ფორმის საყვავილეების გამო ოზურგეთის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხმაური და ურთიერთდაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

დეპუტატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის შემდეგ, იერსახე გააპროტესტა, იქ დადგმულ საყვავილეებს ,,კუბოები” უწოდა, ფოტოები კი სხდომათა დარბაზში გამოფინა. მისი თქმით, აღნიშნული ადგილი რეაბილიტაციამდე ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა და ის მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო განხორციელებული.

მიმდინარე პროექტი ევროკავშირის გრანტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

იტვირთბა....