aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა – კობახიძე

მე გაგახსენებთ 2008 წელს, მე მგონი ჯობდა მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს, ჯობდა გორში კი არ გაქცეული მაშინდელი ე.წ. მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა, ეს ჯობდა. როცა გაიქცნენ წითელი ხიდისკენ, მაშინ კი არ უნდა შეშინებოდათ, ომამდე უნდა შეშინებოდათ. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს, როცა არ უნდა შეგეშინდეს და ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, მაშინ უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით, ომამდე არ ჰქონდათ შიში, და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით, უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა შენ ქვეყანაში
იტვირთბა....