aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავის არაფრის არ ეშინია” – კობახიძეც არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიძეც პირდაპირ არ პასუხობს კითხვას არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ .

“ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება. არავის არაფრის არ ეშინია. მე გაგახსენებთ 2008 წელს, მე მგონი ჯობდა მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს, ჯობდა გორში კი არ გაქცეული მაშინდელი ე.წ. მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა, ეს ჯობდა. როცა გაიქცნენ წითელი ხიდისკენ, მაშინ კი არ უნდა შეშინებოდათ, ომამდე უნდა შეშინებოდათ. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს, როცა არ უნდა შეგეშინდეს და ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, მაშინ უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით, ომამდე არ ჰქონდათ შიში, და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით, უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა შენ ქვეყანაში”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

იტვირთბა....