aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერე უკვირს, პრორუსობაში და ანტი-დასავლურ მოქმედებებში რომ სდებენ ბრალს…” – ხუხაშვილი კობახიძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სახ. დეპის ანგარიშის შეფასებას გამოეხმაურა.

„დღეს კობახიძემ თქვა – სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში საკუთარი აგენტურული ქსელის (NGO-ები) ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა…
კონტექსტში იკითხება, რომ აშშ მტერია და მისი აგენტები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.
მერე უკვირს, პრორუსობაში და ანტი-დასავლურ მოქმედებებში რომ სდებენ ბრალ… “ , – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სახ. დეპის ანგარიშტან მიმართებით მსგავსი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმაც (ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობითაა შედგენილიო) .

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეა საუბარი.

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.

როგორც სახდეპი წერს, 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

“4 მაისს, მან [ომბუდსმენმა] განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა ითვლება საგრძნობლად გაუარესებულად და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ უზრუნველყოფას“. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი, შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც ბოლოს აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გაასაჯაროვა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა “სწრაფად უარესდებოდა”, – წერს სახდეპი.

სახდეპი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

იტვირთბა....