ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არის გარკვეული შენიშვნები, შეიძლება მართებულიც, ყურადღებით არის შესასწავლი – გია ვოლსკი სახ. დეპის ანგარიშზე

„ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა.

მისი თქმით, ანგარიშში გამოთქმული გარკველი შენიშვნები, შესაძლოა, მართებული იყოს, დოკუმენტი ყურადღებითაა შესასწავლი.

„მგონია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია და არა მარტო საქართველოსთან, განვითარებული დემოკრატიებთან დაკავშირებითაც, უნდა იქნას ძალიან ყურადღებით შესწავლილი, დაყოფილი საკითხებად და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს.

სამწუხაროდ ვერ მოვასწარი გადახედვა, შესწავლა, მაგრამ რეალურია, რომ ბევრი ადამიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გარკვეული დასკვნები გაკეთებული. ან არის ქალბატონი ნინო ლომჯარიას მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმარია, მე მგონი იგი დამნაშავეა და ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

არის გარკვეული შენიშვნები, შეიძლება მართებული შენიშვნებიც, ყურადღებით არის შესასწავლი,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახ. დეპ. – ის ანგარიში ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეა საუბარი.

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.

როგორც სახდეპი წერს, 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

“4 მაისს, მან [ომბუდსმენმა] განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა ითვლება საგრძნობლად გაუარესებულად და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ უზრუნველყოფას“. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი, შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც ბოლოს აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გაასაჯაროვა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა “სწრაფად უარესდებოდა”, – წერს სახდეპი.

სახდეპი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

იტვირთბა....