aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი ღარიბაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე შეკითხვებს გაურბის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

პრემიერს ჟურნალისტისთვის პირდაპირ არ უპასუხია.

„ჯერ ერთი ამის შესახებ გუნდში გააკეთეს განმარტება და განცხადება. მეორეც, მე მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია, ჩვენ ვუყურებთ დღითი-დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და დაკვეთა ხალხის, არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ხალხის გადარჩენა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ პუტინის, როგორც სამხედრო დამნაშავის, დაკავების ორდენი გასცა.

იტვირთბა....