aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„Politico“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ.

სტატიაში საუბარია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ „უცხოთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტზეც.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან“ ,- აღნიშნავს Politico.

იტვირთბა....