ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაგდა პაპიძე ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე?

 

მაგდა პაპიძეს შესაძლოა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.  „კურიერთან“ საუბრისას ეს განცხადება პაპიძის უფლებადამცველმა, მარიამ ფხალაძემ გააკეთა.

“ამ ეტაპზე ის მოცულობა არ გვაქვს, რომ დავაყენოთ მისი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საკითხი. თუ კი სიტუაცია არ შეიცვლება, მერე შევხედავთ უკვე”- აცხადებს პაპიძის უფლებადამცველი.

როგორც ადვოკატი, მარიამ ფხალაძე ამბობს, პაპიძე ფიქრობს, რომ მისი შვილი ცოცხალია და ითხოვს, მას  სასაფლაოს ფოტო აჩვენონ. ადვოკატის განცხადებით, პაპიძემ აღნიშნული მოთხოვნა მასთან შეხვედრის დროსაც დააყენა და ციხის ადმინისტრაციისგანაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ბრალად შვილისა და ქმრის მკვლელობა ედება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....