ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიდი ცვლილებები მთავრობაში – იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის ჩანაცვლება

“მთავარი არხის” ინფორმაციით, განათლების მინისტრის შეცვლა არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელსაც მთავრობა აპირებს.

მედიის ცნობით, საკადრო გადაადგილებები იგეგმება ასევე ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებში.

ფინასთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჩაანაცვლოს, ხოლო ამ უკანასკნელის პოსტი შეიძლება მისივე მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ან კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

კულტურის მომავალ მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე სახელდება.

“მთავარი არხის” განცხადებით, ცვლილებები მოსალოდნელია ეროვნულ ბანკშიც. კობა გვენეტაძის ნაცვლად აქ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილება.

იტვირთბა....