aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

რადგან ჩვენს მშობლებზე, შვილებზე არ ვსაუბრობთ ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?! – წილოსანი ტურაშვილზე

პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეორე, – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავლებლიური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?

მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასწრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი… ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე !! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ეს ბულინგი და ფაშისტური მიდგომები საერთოდ არავის მიმართ მომწონს , არავის!! რადგან საბოლოო ჯამში შედეგი ყველასთვის ძალიან მძიმეა

ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას , ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!

– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ბულინგისა და ტროლ-ბოტების მიერ აგორებული პიარ-კამპანიების საკითხს.

შეგახსენებთ, გუშინ გადაცემაში „მე-17 სართული“ ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტურაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარს“ პასუხობდა.

იტვირთბა....