ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბრალდებული მაგდა პაიძის ადვოკატებმა მარიკა ფხალაძემ და ირმა ბრელიძემ ვრცლად ისაუბრეს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიებულებებზე.
„როცა მტკიცებულებებს ასაჯაროებ ცალმხრივად და მის გამოკვლევაში დაცვა ვერ იღებს მონაწილეობას და საპირისპირო არგუმენტებით ვერ გიპირისპირდება, ან რა შეხება აქვს მაგდა პაპიძეს ამ კონკრეტულ მტკიცებულებებთან. თუნდაც, ავიღოთ სისხლიანი ბალიში ძალიან მძაფრია, როცა აჩვენებენ ამას და უთითებენ, რომ ეს მაგდა პაპიძემ ჩაიდინა. მაგრამ სად არის მტკიცებულებები კავშირი მაგდა პაპიძესთან? რით დასტურდება, რომ ეს ბალიში, რომელიც სახლში იპოვეს აუცილებლად მაგდა პაპიძესთან რაიმე შემხებლობაშია. ექსპერტიზამ შეიძლება დაადგინოს, რომ სისხლი ამ ბალიშზე ომარ ქაფიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ მაგდა პაიძემ რომ ჩაიდინა ეს დანაშაული ამის მტკიცებულება დღეის მდგომარეობით რა გვაქვს?- არაფერი. ეს ყველაფერი პროკურატურამ იმისთვის გააკეთა, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს ემოციური გაღიზიანება“. – აცხადებს ადვოკატი ბრელიძე.
ფხალაძის თქმით, მაგდა პაიძემ თავად უამბო გამოძიებას იმ ჩანაწერის შესახებ, რომელიც ბრალდებამ დღიურის სახით წარმოაჩინა და განაცხადა, რომ თითქოს ბრალდებულმა დღიურში ჩაწერა მკვლელობის „გეგმა“.
„გამოძიება ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ სპეცრაზმელს მაგდა პაპიძე თვითონ ვერ მოერეოდა და ვერ გაათრევდა ეზოში და გამოძიებისვე მტკიცებით, თურმე მაგდა პაპიძემ საძილე საშუალებები გამოიყენა გარდაცვილი მიმართ. დადგინდა ექსპეტრიზის საშუალებით, რომ არანაირი საძილე საშუალებები აწ გარდაცვლილს მიღებული არ ჰქონდა. ეს საძილე საშუალებები რომ გამოირიცხა დღეს გამოძიება არაფერს არ აკეთებს იმ კუთხით, რომ რა და როგორ იყო. რაც შეეხება უროს, საიდან მიაგნო გამოძიებამ ამ მაღაზიას? მაგდა პაპიძემ დაკავებისთანავე გულწრფელად უთხრა გამოძიებას, რომ მე ჩემი ქმრის თხოვნით კონკრეტულ მაღაზიაში ვიყიდე ურო, ლურსმნები და „შპალიერი“ რემონტის მიზნით. მეუღლემ თხოვნით იყიდა. როგორც ბრალდებული ამბობს სახლში რაღაც კუთხის დანგრევას აპირებდნენ. გამოძიებამ მარტო ამოიღო ურო, რაც აინტერესებდა და დანარჩენი ნივთები (ლურსმნები) არ არის ამოღებული. ამ უროზე ექსპერტიზამ დაადგინა ორი ადამიანის გენეტიკური პროფილი. ერთი აწ გარდაცვლილის და ერთი მაგდა პაპიძის. გენეტიკური პროფილი ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა შემხებლობა ამ უროსთან. ერთ-ერთ დაკითხვაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემოსული იყო პროკურორი და გამომძიებელი და პაპიძემ უთხრა, რომ უროსთან ერთად სხვა ნივთებიც შეიძინა. მისივე თქმით, მან გააკეთა ხარჯთაღრიცხვა რვეულში. პაპიძემ უთხრა გამომძიელებელს რომ მისულიყვნენ სახლში და ენეხათ ეს რვეული. ბრალდებულის თმით, იმ რვეულში მას ჩამოწერილი ჰქონდა რა დავალებები მიიღო ქმრისგან. პროკურორი დაჰპირდა პაპიძეს, რომ ამ რვეულს მოძებნიდნენ. გავიდა რამდენიმე დღე და ეს რვეული ჩნდება ისე თითქოს მაგდამ „გეგმა“ ჩამოწერა.“ – აცხადებს ფხალაძე.
რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს. ადვოკატის მტკიცებით, მაგდა პაპიძეს კიდევ არ სჯერა, რომ მისი შვილი მოკლულია, მეტიც ადვოკატებს სთხოვა საფლავის სურათი მომიტანეთო.
„დღეს მას ისიც არ სჯერო, რომ ბავში გარდაცვლილია. ჩვენ წინა შესვლაზე მაგდა პაპიძემ გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენ, რადგან როცა მე პოლიციამ წამომიყვანა ბავშვი ცოცხალი დავტოვე ის სუნთქავდა. ჩვენ გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო. რაც ნამდვილად არ იყო ჩვენთვის იოლი, რომ დედას უმტიკო, რომ მისი შვილი მკვდარია. გარდა იმისა, რომ სადარბაზოსთან ქმარ-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა, მაგდა პაიძემ მეტი არაფერი არ იცის.“ – ამბობს ბრელიძე.
ადვოკატების თქმით, მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მასთან ექიმები ხშირად შედიან.
შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, ფერაძის ქუჩაზე, პაპიძის ქმარი, ომარ ქაფიაშვილი და პაპიძის შვილი, 5 წლის თორნიკე მოკლული იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, პაპიძემ ჩაქუჩით მიაყენა დაზიანება ქმარს, ხოლო 5 წლის შვილი პირზე ხელის დაფარებით გაგუდა.