საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმ პოლიტიკოსებთან სასაუბროდ დაჯდომა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიტინგებს არბევდნენ, კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მარგველაშვილმა ასეთ პოლიტიკოსებად მერაბიშვილი და გახარია დაასახელა და განაცხადა, რომ ოპოზიციიდან თანამშრომლობის თვალსაზრისით ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და “ლელო” შეიძლება განიხილებოდეს:
“გახარია ივანიშვილის წარუმატებელი პროექტია – ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

