ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

4 შვილის მამას მიტინგზე დგომის გამო სოციალური დახმარება მოუხსნეს

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის წინააღდეგ, აქციაში მონაწილეებზე ნადირობა დაიწყო – როგორც “ნოდარ მელაძის შაბათს” აფხაზეთიდან დევნილი, მალხაზ ლაკერბაია ეუბნება, მას შესაშინებლად პოლიცია მიუგზავნეს. ლაკერბაიას განცხადებით, ფორმიანებმა უთხრეს, რომ “სახლში უნდა იჯდეს, თუ აქციებზე ისევ ნახავენ, სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ”.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, ოჯახს 350 ლარიანი სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ავიაბილეთები

ლაკერბაია იხსენებს, რომ სოციალურმა აგენტმა, ზაირა დარსაძემ, რომელიც ოჯახში არასამუშაო დღეს გამოცხადდა, პირდაპირ უთხრა, როგორ ისჯებოდა აქციებზე სიარულის გამო და რომ ეს “ბრძანება ზემოდან მოდიოდა”. ​

წყარო – TV პირველი

იტვირთბა....