aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა” – ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედთან” ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა.

მისი თქმით, კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და როდის შეძლებენ ისინი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.

“სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე”, – თქვა გიული ალასანიამ.

იტვირთბა....