aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა – საქსტატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა – აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

“საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 61.8 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1
პროცენტით)” – ნათქვამია “საქსტატის” განცხადებაში.

იტვირთბა....