aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება” – ზელენსკი ჰააგას გადაწყვეტილებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქმეს, რომელსაც რეალური პერსპექტივა აქვს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება.
“ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი ოფიციალური პირი, ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულებში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....