aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რა ელის პუტინს ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ? – სოსო ცინცაძის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი, სოსო სინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობდა, რა შეიძლება მოჰყვეს პუტინისთვის და რუსეთისთვის ამ გადაწყვეტილებას.

გთავაზობთ ამონარიდს “ალიას” არქივიდან:

“– ბატონო სოსო, ჰააგის ტრიბუნალმა რომ გაასამართლოს პუტინი და სასჯელი მიუსაჯოს, როგორ განახორციელებს მართლმსაჯულებას?

– ჰააგის სასამართლომ თუ გაასამართლა პუტინი, რუსეთში ვერ დააპატიმრებენ. რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს არც ჰააგის და არც სხვა საერთაშორისო სასამართლოებს, გარდა სტრასბურგის სასამართლოსი. რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლოს გარდა, ყველა საერთაშორისო სასამართლოს აღემატება. ეს ცვლილებები 3 წლის წინ მიიღო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ჰააგამ თუ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელი პუტინს, პუტინი რუსეთიდან, ფაქტობრივად, ვეღარ გავა. წავა ვენესუელაში, კუბაში, ბელარუსში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ასეთ ქვეყნებში. სხვაგან დააპატიმრებენ და ჰააგას გადასცემენ….

…შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობიდან ვერც ვერავინ დაიჭირონ, თუ თვითონ რუსეთმა არ გადასცა ჰააგის ტრიბუნალს ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. თუმცა, სასამართლო მაინც შედგება და მკაცრს განაჩენს გამოუტანენ დამნაშავეებს. ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს.

შესაძლოა, ჰააგამ გადაწყვიტოს, რომ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და უცხოეთის ბანკებში დაყადაღებული ფული, რომელიც 350 მილიარდი დოლარია, ასევე, რუსი ოლიგარქებისთვის დაყადაღებული ფული, გადასცეს უკრაინას, როგორც დაზარალებულ მხარეს.

იტვირთბა....