ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში ნაპოვნი ხელყუმბარა, სავარაუდოდ, სასწავლოა

გორში, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. ანწუხელიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა ხელყუმბარა იპოვეს – მოსახლეობამ დახმარება 112-ს სთხოვა.

რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ტერიტორიიდან ასაფეთქებელი საშუალება გაიტანეს.

სავარაუდოდ, ხელყუმბარა სასწავლო იყო. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....