aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს – ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე

მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინაში არსებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, არაფერში აღარ ჯდება. რამდენჯერ ვიყავით ჩასული, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ. როგორ არ რცხვენია, ტყუილებს რომ ამბობს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალ მენეჯმენტს მივმართავ – 90% ხომ ჩვენთან ერთად იყვნენ? თვითონ ისაუბრონ, მე მხარე ვარ, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს მერაბიშვილთან მიმართებაში. იმდენად დამაზიანებელია საერთო საქმეში და იმდენად დაუფიქრებელ თუ ძალით, შეგნებულად ნაფიქრ ტყუილებს იძახის, ძალიან ცუდი როლი აქვს ამ პროცესებში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ ამ ადამიანს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმისთვის.

– განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, შსს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ერთადერთი ძლიერი პატრია არის „ნაციონალური მოძრაობა“ , მაგრამ მისი წინა ხელმძღვანელობა არ იყო აქტიური, ახლა კი მის სათავეში ნამდვილი პატრიოტები მოვიდნენ.

იტვირთბა....