ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კონკრეტული ქვეყნების სია: სად შეიძლება საქართველოს პასპორტით უვიზო მიმოსვლა

საქართველოს პასპორტით მოქალაქეებს 67 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, ეს ქვეყნებია:

აზერბაიჯანი, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულები, ბელარუსი, გრენადა, დომინიკა, ეკვადორი, თურქეთი, ირანი, ისრაელი, კოლუმბია, მალაიზია, მაკრონეზია, მოლდოვა, მონღოლეთი, პანამა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ურუგვაი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩილე, ჰაიტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოს პასპორტით ვიზა ადგილზე გაიცემა, ან საჭიროა ელექტრონული ვიზა (ელექტრონული ავტორიზაცია), შემდეგია:

აღმოსავლეთ ტიმორი, ბანგლადეში, ბოლივია, გაბონი, გვინეა-ბისაუ, ეგვიპტე, ზამბია, ზიმბაბვე, იამაიკა, ინდოეთი, იორდანია, კაბო-ვერდე, კამბოჯა, კენია, კომორის კუნძულები, ლაოსი, ლიბანი, მადაგასკარი, მავრიკი, მავრიტანია, მალავი, მალდივის კუნძულები, მარშალის კუნძულები, მიანმარი, მოზამბიკი, ნეპალი, ნიკარაგუა, პალაუ, სამოა, სეიშელის კუნძულები, სომალი, ტანზანია, ტოგო, ტუვალუ, უგანდა, ქუვეითი, შრი-ლანკა, ჯიბუტი.

სულ საქართველოს 2016 წლის 7 თებერვლის მონაცემებით უვიზოდ მიმოსვლა 67 ქვეყანასთან შეუძლია.

Cnn-ის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო პასპორტი გერმანულია, რადგან ამ ქვეყანაში გაცემული პასპორტით მსოფლიოს 218 ქვეყნიდან მოგზაურებს 177 ქვეყანაში უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა.

მსოფლიოს ყველაზე ცუდი პასპორტი კი ავღანეთს აქვს, რადგან ამ პასპრტის მფლობელებს მხოლოდ 25 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა.

სამწუხაროდ, საქართველო საუკეთესო პასპორტების მფლობელ ქვეყანათა სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ საბედნიეროდ, არც ყველაზე ცუდი პასპორტის მქონე ქვეყანათა სიაშია.

 

იტვირთბა....