ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მკვლელობის მცდელობა: პეტრიაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდება?

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს – ამის შესახებ შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კვალიფიკაციის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია და ეს გამოძიების პროცესში გახდება ცნობილი.

„მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი კეთდება და მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ მანამდე განაცხადა, რომ  „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შესაცვლელია და ის განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა ჩანაცვლდეს. ახლა, საქმე სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლითაა აღძრული. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სწორედ ამიტომ ითხოვდნენ.

ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საბურთალოს „ძმათა სასასფლაოზე“ დაჭრეს. მას ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს  და ცეცლხასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. პეტრიაშვილი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....