aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერაბიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება წყალს ასხამს რუსეთისა და ივანიშვილის ინტერესებზე – სალომე სამადაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ვანო მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ დაბრუნდა, მისი ხელისუფლებაში მოსვლის გეგმა კი რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ასხამს წყალს:

“დღეს ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი საქართველოში დგას ორ უკანასკნელ ფეხზე. ერთი ეს არის წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების დაბრუნების შიში, რადგან სწორედ ამ მიმართულებით აქვს ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენს საზოგადოებას. მეორე, ეს არის ომის საფრთხის პედალირება, ამიტომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება, რომელიც ამძაფრებს სწორედ ამ განცდას, რომ დიახ, ,,ნაციონალური მოძრაობა” რეალურად დაბრუნდა ვანო მერაბიშვილის მმართველობის ქვეშ და ის აპირებს პირადად ხელისუფლებაში დაბრუნებას, დღეს წყალს ასხამს პირდაპირ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ ვანო მერაბიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ და ახლა მხოლოდ ამ პარტიას შეუძლია ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა.

იტვირთბა....