მსოფლიო საზოგადოება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როგორ ჩატვირთონ ცოდნა თქვენს ტვინში

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გამოიგონეს სტიმულატორი, რომელსაც შეუძლია შეინახოს ინფორმაცია ადამიანის ტვინში და მას დროის მოკლე მონაკვეთში ახალი უნარები ასწავლოს.

ამის შესახებ ბრიტანული Telegraph-ი წერს.

ფილმ „მატრიცის“ გმირ ნეოს შეუძლია ასეთი პროგრამული უზრუნველყოფით, მოკლე დროში,  კუნგფუ შეისწავლოს. კალიფორნიელი მკვლევარები ამბობენ, რომ მათ იპოვეს გზა, რომელიც აძლიერებს სწავლის უნარს, თუმცა, იმაზე უფრო ნაკლები მასშტაბით, როგორიც ჰოლივუდის ფილმშია აღბეჭდილი.

„ჩვენი სისტემა არის ერთ-ერთი პირველი. ეს არის ტვინის სტიმულირების სისტემა“ – განმარტა დოქტორმა მეთიუ ფილიფსმა.

„ეს ჟღერს, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ არსებობს ჩვენი სისტემის ფართო სამეცნიერო საფუძველი“ – აცხადებს მკვლევარი.

დოქტორი მეთიუ მიიჩნევს, რომ ტვინის სტიმულაციას საბოლოოდ შეუძია განახორციელოს ისეთი რამეები, როგორიცაა მანქანის მართვის სწავლება, ენის სწავლება და გამოცდის მომზადება.

იტვირთბა....