aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამასთან, ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთოს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს.

არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.

ასამბლეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა გასულ კვირას ვენაში გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდთან და ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ხელმძღანელ გეორგ ლინკთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები.

იტვირთბა....