ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვარ, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, მისი სურვილის შემთხვევაში” – იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა.

“თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახს წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით და თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება”, – თქვა ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

იტვირთბა....