ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გაიხსნება რეალურად მეტრო “გოცირიძე” – თბილისის ვიცე-მერის განმარტება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, „გოცირიძის“ მეტრო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ გაიხსნას

“ჩემი ვარაუდით, „გოცირიძის“ მეტრო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ ექსპლუატაციაში და გავხსნათ” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

„ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ „გოცირიძის“ მეტრო“, – თქვა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი განცხადება არ არის, როცა მერია მეტროსადგურის გახსნის სავარაუდოდ თარიღად “კვირის ბოლოს” ასახელებს. 2 მარტს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “მეტრო „გოცირიძე“ გაიხსენებოდა “სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს”.

იტვირთბა....