ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხალხს ჰგონია, ავტობუსების ნაკლებობაა, რეალურად, 2-ჯერ მეტი ემსახურება დღეს თბილისს – კალაძე

[su_quote] იცით, რომ თბილისში დაწყებული გვაქვს პრობლემური კვანძების მოწესრიგების სამუშაოები, რომლებიც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ მონაკვეთებზე – ეს არის ქეთევან დედოფლისა და ნავთლუღის ქუჩის კვეთა, მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა. აღნიშნულ საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, გადაადგილება იყოს სწრაფი, ადამიანებს არ უწევდეთ გარკვეული დროის განმავლობაში ლოდინი გაჩერებებზე იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ადამიანებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ანუ ავტობუსისა და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც რეალურად სიმართლეს არ შეეფერება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა. თუმცა, აღნიშნული საცობები გარკვეულ საცობებს ქმნის, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და იცით, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, სწრაფად გადაადგილება და რა თქმა უნდა, ეს დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს, რომ კომფორტული იყოს გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. [/su_quote]

იტვირთბა....