ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ აგენტების კანონი გაიწვია, სახელმწიფოს რიტორიკა ​​​​​​​ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის” – მიქსერი

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ აგენტების კანონი გაიწვია, სახელმწიფოს რიტორიკა
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ევროპარლამენტში საუბრობს, სადაც ამ წუთებში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

“ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია საქართველოს საზოგადოებაში და ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. და ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობის მხრივ და ეს მცდელობა საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღოს აგენტების კანონი, არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რა პრობლემებია სახელმწიფოში. ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გამოიწვიეს, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის”, – ამბობს მიქსერი.

იტვირთბა....