ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირი რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად” – ვარჰეი

“EU რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად” –  თქვა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე.

“ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, იმ ნაბიჯებს რომელიც უკვე იყო გადადგმული თუმცა საჭიროა შემდგომი ქმედების განხორციელება აუცილებელია კანონის უზენაესობის დაცვა, ჩვენ ასევე მივაწვდით სხვა რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ეს რეფორმები, ასევე წარდგენილი იქნება ანალიტიკური ანგარიში, რა სიტუაციაა და რა უნდა გაკეთდეს.

საქართველოს პროგრესი  უნდა შეფასდეს იმ მიმართულებით, რაც კეთდება ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ  გვექნება კიდევ უფრო სრული სურათი, იმის თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

EU-მ  განახორციელა  ქვეყნის მთავრობასთან დემარში .მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ევროკავშირი მზადაა, გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოდ ამ მიმართულებით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ EU რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება და საქართველომ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ევროპარლამენტში “ვითარება საქართველოში!“- ამ სახელწოდების დებატები მიმდინარეობს.

იტვირთბა....