ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მამაჩემს ძალიან უნდა სიცოცხლე, ამიტომ ვარ აქ“ – ედუარდ სააკაშვილი

ევროპარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპალრმაენტარებთან ერთად პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები ესწრებიან.

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს:

„ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და ციხისთვის თავის დაღწევას ცდილობს, ბოლო თვეებში კი მათ რიტორიკა შეცვალეს. ექიმები ამბობენ, რომ ვითარება სახიფათოა.  ამას მთავრობაც აღიარებს  და მისი სიკვდილი სუიციდად უნდათ გაასაღონ. გარწმუნებთ, ეს სუიციდი არ არის, მამაჩემს ძალიან უნდა სიცოცხლე, ამიტომ ვარ აქ რომ გამოსავალი ვიპოვოთ და მას დავეხმაროთ სიცოცხლის უფლებაში.

ოჯახი ძლიერი მთავრობის წინააღმდეგ მარტოები ვიყავით, თუმცა საერთაშორისო გამოხმაურებები ძალას გვაძლევს. პრეზიდენტი მაკრონი მამაჩემზე საუბრობდა, ასევე პრეზიდენტი ზელენსკი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ევროპარლამენტი ყველა ჩართულია“

იტვირთბა....