ვანო მერაბიშვილს ამასობაში, ქუთუთო არ მოსძვრეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ აპირებს მასობრივ საპროტესტო აქციებს, რაზეც თეა წულუკიანმა განაცხადა: „ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოსძვრეს“.
ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში“.
ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.